სავაჭრო წარმომადგენელი, პრომო აგენტი - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი, პრომო აგენტი - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი
მომწოდებელი: Global Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"Global Distribution Georgia", რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. სავაჭრო წარმომადგენლები - ე.წ ტრადიციული და ქსელური ობიქტებისთვის და ე.წ ხორეკას მიმართულებით.

პოზიციის მიმოხილვა, როლი და დანიშნულება:

სავაჭრო წარმომადგენელი უზრუნველყოფს გაყიდვების არხში პროდუქციის რეალიზაციის გაფართოებას და კლიენტებისათვის გამართული მომსახურების გაწევას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოთხოვნის ფურცლის შევსება;
** მოთხოვნის ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის, პირობების შეთანხმების მიზნით;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** ახალი კლიენტის პროგრამაში დასარეგისტრირებლად ინფორმაციის (იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი) ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი უფროსისთვის მიწოდება;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთის ფორმირება, ინვოისების გამოწერა და პროგრამა SAP - ში ასახვა; კლიენტების დებიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და დავალიანების გადახდის კოორდინაცია;
** ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ნაღდი ფულით სალარო ოპერაციის შესრულება, სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** კლიენტებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების წარმოება, შესაბამისი სალარო ოპერაციის შესრულება და სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფა - სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის თაროზე განლაგების და წარმოჩინების მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნული ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სარეკლამო მასალებისა და ბრენდირებული პროდუქციის მიწოდება, უსასყიდლო გადაცემის ზედნადების საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში მიწოდების აგენტების დახმარება პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანაში;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა - შეფასება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება დეფიციტური პროდუქტების, მოთხოვნადი პროდუქტების, კონკურენტი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქტების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის გაყიდვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური დაგეგმვა;
** დროის ეფექტური მართვა.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 21 წლიდან 40 წლამდე;
** სავალდებულოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციაში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

2. პრომო აგენტი ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისის და ქ.ბათუმის აეროპორტში (DUTY FREE).

პრომო აგენტის ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კომპანიის პროდუქტის წარდგენა შესაბამის დაწესებულებებში;
** პროდუქციის გაყიდვები და გაყიდვების ზრდა;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** სარეკლამო მასალის დარიგება;
** კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** შედეგებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან 35 წლამდე;
** აუცილებელია პრომო აგენტის/გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@tsereteliwine.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე