პრისელერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი - ბათუმი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ბათუმში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი

აუცილებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დახვეწილი მეტყველება;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, რაც გამოიხატება არსებულ და მომავალ კლიენტებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე კონფლიქტური სიტუაციების სწრაფი მოგვარების და გადალახვის უნარი.
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** სალარო აპარატთან მუშაობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

პირობები:

** მდებარეობა: ბათუმი
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: geno.86@mail.ru

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 8 მარტი, 2018 წ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე