დასუფთავების თანამშრომელი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი - ყაზბეგი
მომწოდებელი: სასტუმრო Rooms ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
"Adjara Group Hospitality" საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი ჰოლდინგი-კომპანიაა. კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით.

ამჟამად "Adjara Group Hospitality"-ს მფლობელობაში და მართვაში საქართველოს სამი სასტუმრო და ერთი ჰოსტელია: "Holiday Inn Tbilisi", "Rooms Hotel Tbilisi", "Rooms Hotel Kazbegi" და ჰოსტელი "Fabrika".

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე ყაზბეგში.

განყოფილება: დასუფთავების დეპარტამენტი.
მოახსენებს: დასუფთავების მენეჯერს, დასუფთავების მენეჯერის ასისტენტს, დასუფთავების ზედამხედველს.

საჭირო უნარები:

** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** დაკარგული ნივთების შესაბამის სივრცეში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და საშხაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება;
** გაეცნოს კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და შეასრულოს თავისი მოვალეობა ამ პროცედურების შესაბამისად;
** უზრუნველყოს მთელი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის პირებს;
** დარწმუნდეს, რომ წუნდებული თეთრეული სწორადაა აღმოჩენილი;
** გაუწიოს სტუმარს მომსახურება სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე