TOEFL iBT-ის, ინგლისურის და რუსულის კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: TOEFL iBT-ის, ინგლისურის და რუსულის კურსები
მომწოდებელი: ლინგუაფილია
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
სასწავლო ცენტრი "ლინგუაფილია" გთავაზობთ:

1. ზოგადი ინგლისურის (ESL) შემსწავლელ კურსს ყველა საფეხურზე (Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper Intermediate, Advanced)

ერთი საფეხური მოიცავს 3 თვეს.
ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაa 1სთ.30წთ.
ფასი: 150 ₾ თვეში.

შესაბამის საფეხურზე მოსახვედრად საჭიროა დონის შესამოწმებელი ტესტის გავლა.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი შუალედურ და ფინალურ წერით გამოცდაზე მიღებული ქულების საფუძველზე.

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში ერთი თვის საფასური - 220 ლარი, კვირაში სამჯერ 1 სთ თითო გაკვეთილი ან კვირაში ორჯერ 1სთ30წთ თითო გაკვეთილი.

შესაძლებელია ინტენსიური კურსის გავლა. ამ შემთხვევაში გაკვეთილები ჩატარდება ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) და სტუდენტი ერთ საფეხურს დაფარავს თვენახევარში.

2. ზოგადი ინგლისურის Online კურსი

თუ დროში შეზღუდული ხართ და გსურთ სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად მოემზადოთ ინგლისურ ენაში, შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენი ონლაინ კურსი (skype-ით).

1 საათის ღირებულება - 20 ლარი.

3. ზოგადი ინგლისურის/TOEFLiBT-ის კურსი ორგანიზაციებში მისვლით

სურვილის შემთხვევაში, ჩვენი პედაგოგები თავად მოვლენ თქვენს ოფისში და ჩაატარებენ გაკვეთილებს თქვენი თანამშრომლებისთვის.

1 საათის ღირებულება 1 სტუდენტზე ჯგუფში - 30₾.
1 საათის ღირებულება ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში - 40₾.

4. TOEFL iBT

TOEFL iBT-ის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 16 გაკვეთილს (32საათს), თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი. ღირებულება: 300₾ (ჯგუფური მეცადინეობა); 450₾ (ინდივიდუალური მეცადინეობა).

აღნიშნული კურსი მოიცავს ამ გამოცდისთვის საჭირო ყველა კომპონენტს: საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა.
კურსის დროს გამოყენებული მასალა მოიცავს სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებს და აუდიო დისკებს, რასაც პედაგოგი თავად მიაწვდის სტუდენტს.
კურსის ბოლო ორო გაკვეთილი ეთმობა რეალური გამოცდის იმიტაციას.

5. სასაუბრო (Speaking) ინგლისურის კურსი

სასაუბრო ინგლისურის კურსი ტარდება კვირაში ორჯერ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1სთ 30წთ.
ერთი თვის ღირებულებაა 150 ₾.

6. რუსული ენის კურსი

რუსული ენის კურსი ტარდება კვირაში ორჯერ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1სთ 30წთ.
ერთი თვის ღირებულებაა 100₾ (ჯგუფური სწავლება), 150₾ (ინდივიდუალური სწავლება).

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მობ.: 551 360 333
მის.: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 26ა, II სართული
https://www.facebook.com/Linguaphilia-1902333943320564/
https://www.facebook.com/learn.linguaphilia
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე