ბოსტნეულის სათესლე მასალის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბოსტნეულის სათესლე მასალის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრიმატკო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
კომპანია "აგრიმატკო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბოსტნეულის სათესლე მასალის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო

ძირითადი ფუნქციები:

ბოსტნეულის სათესლე მასალის იმპორტის მიმართულების გაძღოლა, კულტურების და სახეობების შერჩევა, ბაზრის შესწავლა, ურთიერთობა როგორც მომწოდებლებთან ასევე ადგილობრივ კლიენტებთან და ფერმერებთან. სათესლე მასალის გამოცდა და თვალყურის მიდევნება სრულ საგამოცდო პროცესებსა და შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრონომიის განხრით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ქართულ და ინგლისურ ენებზე ელ.მისამართზე agrimatco.georgia@agrimatco-eu.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ბოსტნეულის სათესლე მასალის გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე