საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტა ბურჯი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 30 იან
სამშენებლო კომპანია "ელიტა ბურჯი" აცხადებს კონკურსს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

საწყობის ოპერატორის პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება.
შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სწავლების პერიოდს 2 თვის განმავლობაში.
სწავლების პერიოდი ანაზღაურებადია.

საწყობის ოპერატორის ძირითადი მოვალეობებია:

** შემოსული მასალების მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება, ასევე შემოსავლის დოკუმენტებთან შედარება;
** დასაწყობებულ მასალებზე ბარათების ნომრების და ბუღალტრული კოდების დატანა;
** აირის, ჟანგბადის, ნახშიროჟანგის ბალონების და საპოხი მასალების მიღება და აღრიცხვა;
** ჟანგბადისა და აირის ბალონების უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი გატანისას და ექსპლუატაციის დროს;
** საამქროების მასალებით უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;
** ობიექტზე გასაგზავნი მასალების მოძიება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში განსხვავებული მიმართულების მასალების მიღება და გაცემა;
** შერეული მასალების საწყობში მასალების მიღება-გაცემა;
** საწყობებში და შერეულ საწყობში ნაშთების სისტემატური კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** საინტერესო გამოცდილებას
** პროფესიის შესწავლას
** საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: jobs@elitaburji.com არა უგვიანეს 2018 წლის 30 იანვრისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე