დისტრიბუციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "ბევრილი ჯგუფი" (www.bevrili.ge) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** MS Office-ის, Excel-ის ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: დისტრიბუციის ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა (RS.ge-ზე მუშაობა).

პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი
** სამუშაო საათები: 9:00-დან 18:00 საათამდე
** სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: accounting@bevrili.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე