ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა 7
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 1 თებ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ოპერატორის თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება
** აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების პროგრამაში ასახვა და ნაშთების გამოყვანა;
** მობრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** სარეალიზაციოდ გასასვლელი შეკვეთების საბუთების გაწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2018 წლის 01 თებერვლამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება;
** გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე