კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე პროდუქციის დამატება და განახლება;
** პროდუქციის ვიზუალური მასალის მოძიება და ატვირთვა, მათი აღწერა: ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება;
** პროდუქციის დამუშავება (ფოტო, ვიდეო, ტექსტი; საჭიროების შემთხვევაში სურათის გადაღება);
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში თარგმნა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** Adobe Photoshop ან სხვა გრაფიკული რედაქტორის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 იანვარი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე