ბილინგის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბილინგის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 22 იან
თანდართული ფაილი: 163185-airports-app.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - ბილინგის მოლარე-ოპერატორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** აეროპორტის მიერ ავიაკომპანიებისთვის გაწეული მომსახურეობის დეტალების ასახვა შესაბამის საბუღალტრო/ბილინგის პროგრამაში
** კლიენტისთვის მომსახურების ანგარიშების წარდგენა თითოეული რეისის მიხედვით
** სალარო აპარატზე თანხის შემოსვლის დაფიქსირება
** სალარო აპარატის ზეტ ანგარიშის ამოღება და ფაქტიურად არსებულ ნაშთთან შედარება
** ცვლის ბოლოს ბანკის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა
** ბილინგის მენეჯერისთვის პირველადი დოკუმენტების მიწოდება ყოველდღიურად

მინიმალური მოთხოვნები:

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების - Word, Excel - კარგი ცოდნა
** სასურველია საბუღალტრო ან/და ბილინგის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება (იმ კონკრეტულ პროგრამის ტრენინგს, რომელშიც კანდიდატს მოუწევს მუშაობა დასაქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დამსაქმებელი)

განათლება

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბაკალავრი), სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ანდა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში საჭირო დონეზე (მომხმარებელთან კომუნიკაცია, საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაცნობა და მისთ.)

სამუშაო ადგილი და განაკვეთი

** თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
** ცვლის გრაფიკი

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე