სასწავლო კურსი - ხარისხის მართვა ISO 9001:2015
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწავლო კურსი - ხარისხის მართვა ISO 9001:2015
მომწოდებელი: ხარისხის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"IQ - ხარისხის ინსტიტუტი" (www.iq.ge)
სასწავლო კურსი: ხარისხის მართვა ISO 9001:2015 - სიახლეები, ცვლილებები, გამოწვევები
17-18 თებერვალი

თუ აპირებთ:

** გახდეთ ხარისხის მენეჯერი
** აიმაღლოთ კვალიფიკაცია ხარისხის მართვის საკითხებში
** დანერგოთ პროცესებზე დაფუძნებული მართვის სისტემა კომპანიაში
** სერტიფიცირებას ან/და რესერტიფიცირებას ISO 9001:2015 სტანდარტში
** ISO 9001:2008 სტანდარტიდან ISO 9001:2015 ახალ სტანდარტზე გადასვლას
** იმ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ვინც იზრუნებს ხარისხის მართვაზე
** გაზარდოთ ორგანიზაციის ეფექტიანობა და ეფექტურობა
** მასერტიფიცირებელი, წლიური, გეგმიური აუდიტის ვიზიტისთვის მომზადებას
** შიდა აუდიტების ეფექტურად ჩატარებას და შესაბამის მომზადებას.

სერტიფიცირებული კურსის შემდგომ შეძლებთ:

** მოახდინოთ ISO 9001:2008 დან გადასვლა ISO 9001:2015 ახალ სტანდარტზე
** თავისუფლად იმსჯელოთ ახალი ISO 9001:2015 მოთხოვნების შესახებ
** გააანალიზოთ და შეადაროთ ორგანიზაციაში არსებული ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტით გათვალისწინებულს
** დამოუკიდებლად შეიმუშაოთ შესაბამისი პროცედურები ISO 9001:2015 პრინციპების დაცვით
** ადვილად გაიაროს თქვენმა ორგანიზაციამ მასერტიფიცირებელი აუდიტი ISO 9001:2015-ში
** განსაზღვროთ და დაგეგმოთ შიდა ორგანიზაციული პროცესები
** აღმოაჩინოთ შეუსაბამობები პროცესებში და დაგეგმოთ მათი გამოსწორების გზები
** დამოუკიდებლად ჩაატაროთ და აქტიურად ჩაერთოთ ორგანიზაციის შიგნით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემების შემუშავების პროცესში
** დასახოთ მუდმივი გაუმჯობესების გზები ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით
** შეიმუშაოთ ცალკეული პროცესების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა, შესაბამისი KPI-ებით.

კურსი სასარგებლოა შემდეგი პირებისთვის:

** მოქმედი და/ან მომავალი ხარისხის მენეჯერები
** სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები
** მოქმედი ან/და მომავალი პროცესის აუდიტორები
** უმაღლესი მმართველი რგოლის წარმომადგენლები
** ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია გარკვეული პროცესების მართვასა და ხარისხზე.

ტრენერი: ნათია ზედგინიძე - "ხარისხის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ხარისხის სტანდარტების ექსპერტი, სერტიფიცირებული აუდიტორი.
კურსის ხანგრძლივობა: 2 სრული დღე, 10:00-17:00.
დრო: 17-18 თებერვალი.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო "ციტრუსი", თბილისი, 9 აპრილის ქ. 3.

კურსის ღირებულება: 450 ლარი ერთ მონაწილეზე.

ღირებულებაში შედის:

** სასწავლო მასალები: ISO 9001:2015 სტანდარტი ქართულ ენაზე, სავარჯიშოები, დოკუმენტური ფორმები
** 2 ყავა-ჩაის შესვენება, ლანჩი
** "ხარისხის ინსტიტუტის" სერტიფიკატი სახელწოდებით "ხარისხის მართვა ISO 9001:2015" - ინგლისურ ენაზე.

კურსზე რეგისტრაციის პირობები:

** ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ
** კურსზე რეგისტრაციის ვადაა 9 თებერვალი, 2018 წ.
** საფასურის გადახდის საბოლოო ვადაა 12 თებერვალი
** გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, IQ-ს მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე
** მონაწილის ოფიციალური რეგისტრაცია ხდება თანხის მთლიანი დაფარვის შემდეგ.

"ხარისხის ინსტიტუტი"
ტელ: (+995) 599 57 60 59
ელფოსტა: natia.zedginidze@iq.ge
ვებ-გვერდი: www.iq.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე