პროექტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: ზრდასრულთა განათლების ქსელი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 26 იან
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის "DVV International საქართველოს" ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის "DVV International"-ის მიერ შექმნილ ათ ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრს საქართველოს შვიდ რეგიონში.

"საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის" მიზანია, საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

პოზიცია: პროექტის კოორდინატორი
საწყისი ხელფასი: 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის აქტივობების კოორდინაცია;
** სამიზნე ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან დროული კომუნიკაცია დაგეგმილი აქტივობების და სხვა საჭირო საკითხების შესახებ;
** ქსელისა და პროგრამის საინფორმაციო მასალების ორგანიზება და საინფორმაციო ფურცლის, ბიულეტენის მომზადება;
** პროექტის ყოველთვიური პროგრამული ანგარიშის მომზადება პროექტის დირექტორისთვის;
** პროექტის ფინანსური და პროგრამული დოკუმენტაციის დაარქივება;
** პროექტის აქტივობების შესახებ Facebook-გვერდისა და ორგანიზაციის ვებ-გვერდისთვის მასალის მომზადება და ადმინისტრირება;
** პროექტისთვის საჭირო საინფორმაციო ბაზების მომზადება და განახლება;
** ფინანსური ოპერაციების საჭიროების დროს პროექტის ბუღალტერთან კომუნიკაცია.

კომპეტენციები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია სოციალური და განათლების მეცნიერებების მიმართულებით);
** საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (შემოწმდება);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში თავისუფლად მუშაობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** სოციალური ქსელისა და ვებ-გვერდის ადმინისტრირება.
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეეძლოს მუშაობა როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** დროის ეფექტური მართვა და შესასრულებელი დავალებები შესაბამისად განაწილება;
** უნდა შეეძლოს ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
** ბაზების შექმნა და მათზე მუშაობა;
** დაინტერესებული იყოს ზრდასრულთა განათლების თემატიკით და ჰქონდეს ზოგადი ცოდნა მის შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
** სარეკომენდაციო წერილი.

დოკუმენტები მიიღება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: info@gaen.org.ge 2018 წლის 26 იანვრის 18:00 სთ-მდე.

გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მოეთხოვებათ:

** წარადგინონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა)
** არაფორმალური განათლებისა დამადასტურებელი დოკუმენტები (სერთიფიკატები)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი" დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე