სამშენებლო მასალების შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო მასალების შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
"KTW" ჯგუფში შემავალი კომპანია - შპს "კატევე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** დისციპლინირებული და მოტივირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა, შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე;
** საქონლის შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** მოთხოვნისამებრ ქვეყნის მასშტაბის სხვადასხვა ობიექტების მონიტორინგი;
** გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო მასალების შესყიდვების სპეციალისტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე