ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი. თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ოთხი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას 14), ვარკეთილი (ჯავახეთის 2), სააკაძე (შარტავა 2) და თამარ მეფის გამზ. 13, ხოლო ერთი - ქ. რუსთავში (მეგობრობის 12).

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: დილის და საღამოს ცვლა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი.
** შეკვეთების მიღება.
** მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნის შესაბამისად
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულყოფილი სასაუბრო, წერისა და კითხვის უნარ-ჩვევები.
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ - ჩვევები.
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@shaurmaclub.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე