ლოკალიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოკალიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: GITA
გამოქვეყნდა: 10 იან / განახლდა: 10 იან / ბოლო ვადა: 30 იან
თანდართული ფაილი: 162901-REOI-Localization Specialist.zip
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში, ლოკალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკალიზაციის პროგრამის განხორცილების მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის ქართველ მეწარმეებს, მოუხსნას ენობრივი ბარიერი ყველა საჭირო კომპიუტერულ პროგრამასა და ციფრულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ლოკალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი უხელმძღვანელებს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო პლატფორმების (მაგ. amazon, ebay, booking.com, Airbnb, tripadvisor და სხვა) და კომპიუტერული პროგრამების (მაგ. Windows, IOS და სხვა) გაქართულების და მათ სისტემებში საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის ინტეგრაციის სამუშაოებს. ლოკალიზაციის სპეციალისტის მოვალეობებში, ასევე, შედის ლოკალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ლოკალიზაციის გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტს.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 იანვარი, 2018 წელი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე