საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 23 იან
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
** სხვადასხვა კომპანიებში ვიზიტი და პრეზენტაციების ჩატარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** არსებული კლიენტების მომსახურება, დაზღვევის განახლებების შეთავაზება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა .

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ "საცალო გაყიდვების მენეჯერი ბათუმში".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე