ელექტრონული კომერციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრონული კომერციის სპეციალისტი
მომწოდებელი: GITA
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან
თანდართული ფაილი: 162111-gita-eoi-ecommerce.zip
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემი"-ს პროექტის ფარგლებში, ელექტრონული კომერციის სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიას ელექტრონული წიგნიერების (ელ-კომერცია, ელ-ბიზნესი, ელ-მმართველობა) მიმართულებით, შექმნის საჭირო მასალას ონალიან და ოფლაინ ტრენინგებისთვის და GENIE-ს გუნდთან და GITA-ს კონტრაქტორებთან ერთად განახორციელებს BfD-ის საპილოტე პროექტს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტს.

GENIE პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გულისხმობს "ინტერნეტი განვითარებისათვის" (BfD) პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფართოზოლოვან ინტერნეტში ჩართვა, სოციალურად დაუცველთა ცოდნის ამაღლება ციფრულ წიგნიერებაში და მეწარმეებისათვის ელექტრონული კომერციის საფუძვლების შესწავლა.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1,000-მდე მეწარმის დატრენინგება ზემოთ აღნიშნული მიმართულებით. ტრენიგები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და საწყის ეტაპზე შერჩეული კანდიდატი პირადად იქნება ჩართული ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში, შემდგომ კი შესაბამისი ტრენინგ პროვაიდერის ან პროვაიდერების მოძიებაში და შერჩევის შემდგომ მათ მონიტორინგში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18 იანვარი, 2018 წელი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე