გაყიდვების მენეჯერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - რეგიონები
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, 28-42 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.

სამუშაო ადგილი:

1. მარნეულის რაიონი, სოფ. თამარისის გზის დასაწყისი;
2. ქ. საგარეჯო;
3. ქ. აბაშა;

სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** თანამშრომლების მართვა;
** გეგმების შესრულების კონტროლი;
** პირადი გაყიდვები მსხვილ კლიენტებთან;
** გაყიდვების და ღონისძიებების ორგანიზება ადგილებზე;
** საწყობის მართვა, დაგეგმვა, აღწერა, საქონლის ნაშთების კონტროლი;
** სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და მათთან მუშაობა.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მცენარეთა დაცვის ან აგრონომის სპეციალობით);
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მანქანის მართვის მოწმობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიზისა და დაგეგმვის უნარი;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდის მართვისა და ფორმირების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: info@cartlis.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილი (ქალაქი ან რაიონი), სადაც გსურთ დასაქმება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე