სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: LionsShare
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
LionsShare LLC, რომელიც გახლავთ გერმანული კომპანიის შვილობილი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სოციალური ქსელების ადმინისტრირება
** კონტენტის შექმნა და მართვა
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
** პოსტების დიზაინის შექმნა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** სხვა ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მუშაობის
** კრეატიული აზროვნება/ინტელექტი
** სწრაფად სწავლის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** წერისა და თარგმნის უნარი
** ფოტოშოპის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება).

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით რომ თქვენი კვალიფიკაცია შესაბამისობაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@lionsshare.ge და გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე