ტენდერი პლასტმასის ყუთების შეძენასა და მიწოდებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი პლასტმასის ყუთების შეძენასა და მიწოდებაზე
მომწოდებელი: შავი ზღვის ეკო-აკადემია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 18 დეკ
თანდართული ფაილი: 160450-bsea-tender-plasticboxes.zip
ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია", პროექტის -"მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში" ფარგლებში, იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირებისათვის თანადაფინასების პრინციპით ციტრუსის ნაყოფისთვის პლასტმასის სამუშაო ყუთების შეძენას და მიწოდებას. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროექტის (UNDP) მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

შესასყიდი პროდუქცია მოიცავს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირებისათვის 13500 ცალამდე პლასტმასის ყუთების შეძენას და შემდეგ მისამართებზე მიწოდებას:

1. ბათუმი;
2. ქობულეთი: მუხაესტატე;
3. ხელვაჩაური: მახინჯაური, ორთაბათუმი;
4. ქედა: დანდალო, ვარჯანისი.

პროექტით მოსარგებლე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ზუსტი მისამართი მიეწოდება ტენდერში გამარჯვებულ მხარეს.
ყველა დოკუმენტი და სატენდერო წინადადების ფასის ცხრილი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე.

საკონტაქტო პირები:

ბორის ხუციშვილი, შესყიდვების ოფიცერი
მობილური: +995 593 288165 (სამუშაო საათებში)

ლიანა ხიმშიაშვილი, ბუღალტერი
მობილური: +995 558 45 77 44 (სამუშაო საათებში)

განაცხადის შემოტანა:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 დეკემბერი, 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: აჭარის ა.რ., ქალაქი ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 79.

ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე