ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით 2017 წელს ფინანსური განათლების განყოფილება შეიქმნა, რომლის ფუნქციებშიც ფინანსური განათლების მიმართულებით მიდგომების ჩამოყალიბება, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, და დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობა შედის.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის, შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვასა და შემდგომ განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ განყოფილებასთან ერთად ფინანსური განათლების მიმართულებით საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება;
** ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სამომხმარებლო ბაზარზე ახალი პროდუქტებისა და რეკლამებისთვის თვალყურის დევნება;
** ფინანსური განათლების, მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით სხვადასხვა კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და საგანმანათლებლო რესურსების განვითარება; საჭიროებისამებრ, თარგმნა და ადაპტირება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** დონორებთან კოორდინაცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის, ან დაკავშირებული მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია, გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, მარკეტინგის, საკრედიტო, ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით;
** საფინანსო სისტემისა და მომსახურებების ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგად განვითარებული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** კვლევისა და პრეზენტაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება.

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 15 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ "CPFE".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე