სააღრიცხვო სისტემის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სააღრიცხვო სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სააღრიცხვო სისტემის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა ტიპის საოპერაციო გატარებების დამუშავება, შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებით, სააღრიცხვო პროგრამაში "Exact";
** Rs.ge-ზე შესაბამისი პროცედურების შესრულება;
** აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პროცედურის შესრულება მოცემული ვადების გათვალისწინებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური, ეკონომიკური, საბუღალტრო, ბიზნეს, ადმინისტრირება, იურიდიული, IT, სამედიცინო / ფარმაცევტული;
** სავალდებულოა Excel-ის კარგად ცოდნა;
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის ბაზისურ დონეზე ცოდნ/ან სასურველია აპლიკანტს გავლილი და წარმატებით დასრულებული ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერთიფიცირებული კურსი;
** სავალდებულოა ნებისმიერ ბუღალტრულ ან საოპერაციო აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა/ან სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი სერთიფიცირებული ტრენინგი;

აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:

სავალდებულოა აპლიკანტი იცნობდეს შინაარსობრივად შემდეგ ცნებებსა და ტერმინებს:

** www.rs.ge,
** ინვოისი (Invoice),
** აქტივი (Asset),
** ვალდებულება (Liability),
** შესყიდვის ორდერი (Purchase Order),
** გაყიდვის ორდერი (Sales Order),
** ზედნადები (Waybill),
** სასაქონლო მატერიალური მარაგი (Inventory),
** საერთაშორისო სასაქონლო-ნომენკლატურული კოდები;
** FIFO,
** LIFO,
** შეწონილი საშუალო მეთოდი (Weighted Average Cost);
** მომსახურება (Service),
** მატერიალური აქტივი (Tangible Asset);
** არამატერიალური აქტივი (Intangible Asset);
** ძირითადი საშუალება (Fixed Asset, იგივე Property and Equipment),
** საექპლუატაციო და მოვლის ხარჯები (Maintenance and Support Expenses);
** დანახარჯების კაპიტალიზაცია (Cost Capitalization);
** ძირითადი საშუალებების ცვეთა;
** სარამატერიალური აქტივების ამორტიზაცია;
** დებიტორი (Debtor / Receivable),
** კრედიტორი (Creditor / Payable),
** მომწოდებელი (Supplier),
** კლიენტი (Customer),
** შესყიდვის მოთხოვნა (Purchase Request);
** გაყიდვის მოთხოვნა (Sales Request);
** შესყიდვის დავალება / ორდერი (Purchase Order);
** გაყიდვის დავალება / ორდერი (Sales Order);
** გაყიდვის დარიცხვა (Sales Accrual),
** შესყიდვის დარიცხვა (Purchase Accrual),
** საბანკო გადარიცხვის დავალება (Payment Order or Wire Transfer),
** საბანკო გადარიცხვა (Bank Payment or Wire Transfer),
** დარიცხვის მეთოდი (Accrual Basis of Accounting),
** საკასო მეთოდი (Cash Basis of Accounting),
** დღგ (VAT);
** ქონების გადასახადი (Property Tax);
** საბაჟო გადასახადი და საბაჟო მოსაკრებელი (Customs Tax and Customs Duties);
** იმპორტი (Import);
** ექსპორტი (Export);
** ინტერნეტ ბანკი (Internet Bank);
** კომუნალური გადასახადები (Utilities);
** კომუნიკაციისა და ინტერნეტის მომსახურებები (Communication and Internet Services);
** ავტომატური გადახდის დავალება ინტერნეტ ბანკში (Standing Order in Internet Bank);
** აბონენტის ნომერი / კოდი (Customer Code / Customer ID);
** ავტორიზაცია (შესყიდვის, გაყიდვის, საბანკო გადარიცხვის) (Authorization of Purchases, Sales, Bank Payments / Wire Transfers);
** ავტორიზაციის დონე / ლიმიტი (Authorization Level / Limit)

პრიორიტეტულია აპლიკანტი ერკვეოდეს სრულ საოპერაციო ციკლსა (Operational Cycle) და მისი თანმიმდევრობაში, როგორიცაა:

→ შესყიდვის მოთხოვნა → მოთხოვნის ავტორიზაცია → საწყობიდან გაცემა (თუ მარაგებში გვაქვს) ან შესყიდვის ორდერი (თუ მარაგებში არ გვაქვს) → მომწოდებელთან დაკავშირება → მომწოდებლისგან ინვოისის (Invoice) მიღება → მომწოდებლის მიერ ზედნადების გამოწერა და www.rs.ge - ზე ატვირთვა → შეკვეთის ტრანსპორტირება და საწყობში გადმოტვირთვა → საგადასახადო დავალების გენერირება → საგადასახადო დავალების ავტორიზაცია → თანხის გადარიცხვა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2017 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/saagricxvo-sistemis-specialisti-tbilisi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე