კურსები - ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფარმაცია, პარაფარმაცია
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსები - ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფარმაცია, პარაფარმაცია
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 21 დეკ
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ: ჯანდაცვის მენეჯმენტის და ფარმაცია - პარაფარმაციის სასერტიფიკატო კურსებს - სტაჟირებით და საუკეთესო კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივით!

სტაჟირება დაეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრს" მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია!
ჩვენს მიერ მომზადებულები არიან მენეჯერები, ფარმაცევტები რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას აღნიშნულ სფეროში!

ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით!

1. ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

კურსი გათვლილია სამედიცინო სექტორში მენეჯერად დასაქმებით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეუწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა სამედიცინო სექტორში (სამედიცინო ცენტრებში, აბმულატორიული კლინიკებში, მრავალპროფილიანი საავადმყოფოებში, სტომატოლოგიური კლინიკებში) დასაქმებისა.

კურსი მოიცავს; პაციენტის მართვის ციკლს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც გულისხმობს:

** პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები
** პაციენტის უფლებები და მოვალეობები
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** დაზღვეული პაციენტის მომსახურების სპეციფიკა, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება
** დაწესებულების სერვისების პრომოცია

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, პაციენტების მომსახურებისა და მართვის პრაქტიკულ საკითხებს, შესაბამისი უნარების გამომუშავებას.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს გაეწევათ შესაბამისი რეკომენდაცია.

კურსდამთავრებულთა უპირატესობა: თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივა, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კურსი უპრეცედენტოა, რადგან სრულად პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნებს და ზრდის კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას სამედიცინო სექტორში.

კურსის ხანგრძლივობა: 1თვე, 8 ლექცია - 2საათიანი (კვირაში 2-ჯერ)
კურსის ღირებულებაა 300 ლარი. (ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)

შემდეგი ეტაპი - სტაჟირება - ერთთვიანი პრაქტიკა კლინიკებში!

კურსს უძღვება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზატორი, სერტიფიცირებული ტრენერი!

2. ფარმაციის და პარაფარმაციის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი!

კურსი გათვლილია: ფარმაციით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეუწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა ფარმაცევტული კომპანიებსა და აფთიაქებში დასაქმებისა.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს;

გაითვალისწინეთ:კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას აფთიაქებში, რაც მეტად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

სასწავლო პროგრამა:

1. რა სურს დამსაქმებელს? რა ტიპის ცოდნა არის საჭირო ტესტირების დროს და რა ტიპის უნარების ფლობაა საჭირო გასაუბრების დროს
2. ERIX/OTIC - რა ნიშნით იყოფა რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები
3. ფარმაცევტის ძირითადი სამიზნე - OTIC პრეპარატები
4. რას ნიშნავს ასორტიმენტის ბირთვი
5. ჩივილების მართვა სპეციალური ალგორითმების საშუალებით.
6. დაზღვეული მომხმარებლისათვის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება
7. რა არის პარა ფარმაცია
8. ალგორითმები პარაფარმაციის პროდუქტების რეალიზაციისათვის
9. რეცეპტის ფორმა. როგორ ხდება რეცეპტით მომართული მომხმარებლის მომსახურება. სარეცეპტო პრეპარატების მოკლე მიმოხილვა.
10. რა არის ბრენდი და ჯენერიკი
11. რა განსხვავებაა ჯენერიკებს შორის
12. წამლის ფორმები, დოზები

ძირითადი ფარმაკოლოგიური ჯგუფები: სადემონსტრაციოდ განვიხილოთ რა სქემით შეისწავლება ანტიჰისტამინური საშუალებები.

ანტიჰისტამინური საშუალებები:

** პირველი, მეორე და მესამე თაობა.
** Erix/otic, რა განსხვავებაა მათ შორის. გენერიული და სავაჭრო დასახელებები
** ანტიჰისტამინური პრეპარატების მოქმედების სქემის შედგენა
** ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოშვების ფორმები.
** ანტიჰისტამინური პრეპარატის სადემონსტრაციო ბუკლეტის შედგენა.

პრაქტიკული ნაწილში; მსმენელები გაეცნობიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა Apex-ს, შეისწავლიან სამკურნალო საშუალებების განაწილებას, შენახვის პირობების დაცვას, მომხმარებლებთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომსახურებას.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ერთი კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ!

პარაფარმაცია:

ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება მოთხოვნილება ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების კვალიფიციურ კონსულტანტებზე აფთიაქებში, პარფიუმერულ ქსელებში და სხვა სახის სავაჭრო დაწესებულებებში. ტრენინგის თემატიკა და სწავლების მეთოდი ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება ბავშვთა, მოზარდების და მოზრდილების, ქალების და მამაკაცების ჰიგიენის და კოსმეტიკური საშუალებების შესწავლასა და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევაში.

კურსდამთავრებულთა უპირატესობა:

** კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთთვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას აფთიაქებში.
** ჯგუფიდან ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული ერთთვიან სტაჟირებას გაივლის უფასოდ აფთიაქში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
** რეკომენდებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას!

ფარმაციის კურსის ხანგრძლივობა:

** 12 ლექცია; ლექციები ტარდება - კვირაში 2-ჯერ.
** ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.
** ღირებულება თვეში: 150 ლარი - ჯგუფში ერთი ტრენინგის მონაწილეზე
** ფასიანი სტაჟირება: 150 ლარი.

პარაფარმაციის კურსის ხანგრძლივობა:

5 ლექცია; ლექციები ტარდება - კვირაში 2-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.
ღირებულება - 100 ლარი - ჯგუფში ერთი ტრენინგის მონაწილეზე

კურსს უძღვება: მოწვეული პრაქტიკოსი ტრენერი, მოქმედი ფარმაცევტი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით!

აღნიშნული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!

მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის, ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 17 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე