რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 18 ნოე / ბოლო ვადა: 18 დეკ
უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" მოხარულია, შემოგთავაზოთ რეალტორის პოზიცია.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშას ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/16:00.

სამუშაოს მიზანი: უძრავი ქონების ოპერაციებით დაინტერესებულ პირთათვის მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდება.

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:

** უძრავი ქონების განცხადებების მუდმივად განახლება/დამუშავება;
** მეპატრონეებთან და კლიენტებთან კონსულტაცია;
** უძრავი ქონების ფოტომასალის მომზადება;
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ოპერაციების განხორციელება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Microsoft Word, Excel, PowerPoint, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, ასევე, მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციისათვის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge

"Makler.ge" ლიდერი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, სანდო, თანამშრომლობითი, ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი 2004 წლიდან, უკვე 14 წელია, უწყვეტ რეჟიმში, ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად, დაინტერესებულ პირთა ინტერესებისა და, პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

კომპანია "Makler.ge" გთავაზობთ:

** ყველაზე, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად, აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მაღალი ფიქსირებული და ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარირეული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

გახდი საქართველოში წამყვანი უძრავი ქონების კომპანიის ბიზნეს პარტნიორი, ჩაერთე 14-წლიან, წარმატებულ საქმიანობაში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე