მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზილერ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 17 დეკ
"Ziller Georgia" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მაღაზიაში კომპანიის მიერ განსაზღვრული ან/და დამტკიცებული პროცედურებისა და მითითებების დაცვა
** მაღაზიის სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა
** პერსონალის მიერ კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, ასევე კომპანიის მიერ განსაზღვრული ან/და დადგენილი პროცედურების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა მის შესრულებაზე;
** დადგენილი სალარო პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** მაღაზიაში და ცენტრალურ საწყობში არსებული საქონლის ყველა ეგზემპლარის მაღაზიის დარბაზში ეფექტურად წარმოდგენა; საქონლის დარბაზში განლაგების წესის დაცვა; საჭიროებისამებრ, დარბაზში საქონლის განლაგების შეცვლა ოპტიმალური შედეგის მისაღებად.
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა - კონსულტანტებისთვის მითითებების მიცემა, გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და მასში მონაწილეობა
** მომხმარებლისათვის მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** აღწერაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 20-30 წ.
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ
** ანალიტიკური და ტექნიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად
** მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი
** სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 9:30-18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@ziller.ge და "Subject"-ის ველში გთხოვთ ჩაწეროთ "მაღაზიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე