საშუალო მედპერსონალი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საშუალო მედპერსონალი - ქუთაისი
მომწოდებელი: მედიქალ სიტი
გამოქვეყნდა: 20 ნოე / განახლდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
ჰოსპიტალი "მედიქალ სითი", ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებით ქუთაისში:

1. უფროსი ექთანი

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება (კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომით);
** განათლება და უნარ-ჩვევები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული "პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ სტანდარტს"
** პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/მართვა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** სასურველია უფროს ექთნად მუშაობის გამოცდილება.

2. ვაიზერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel)
** დოკუმენტაციის/მონაცემების სწრაფი დამუშავება, შესაბამის პროგრამაში შეყვანა
** სასურველია ვაიზერად/ფარმაცევტად მუშაობის გამოცდილება.

3. ექთანი

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება (კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომით);
** განათლება და უნარ-ჩვევები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული "პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ სტანდარტს"
** შესაბამი მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.

4. ექთნის დამხმარე

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება (საშუალო სამედიცინო განათლება დამადასტურებელი დიპლომით, არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება, შესაბამისი დამადასტურებელი ცნობით)
** განათლება და უნარ-ჩვევები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული "პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ სტანდარტს"
** შესაბამი მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.

აგრეთვე გვესაჭიროება ენერგიული სანიტრები/დამლაგებლები (საშუალო სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ ექნებათ დაწინაურების პერსპექტივა).

ყველა აპლიკანტისთვის საჭირო უნარები:

** სწრაფი რეაგირებისა და საკუთარ თავზე ინიციატივის აღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** მზადყოფნა ინოვაციებისთვის.

კანდიდატების დასაქმება მოხდება 3 ეტაპის გასვლის შემდეგ:

** საბუთების წარდგენა (CV, დიპლომი და/ან განათლების სხვა დამადასტურებელი საბუთი, პირადობის მოწმობის ასლი, სურათი 3/4 - 1ც), კლინიკის მესამე სართულზე, #307ა კაბინეტში (კლინიკის მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქუჩა 40)
** გასაუბრება (განხორციელდება პირადი კომუნიკაცია კლინიკის თანამშრომლების მხრიდან და ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება);
** ტესტირება (გასაუბების შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის).

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩაბარებული საბუთების კანდიდატებს არ სჭირდება განმეორებით დოკუმენტაციის წარდგენა.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: lukina.polina81@gmail.com და/ან დაგვირეკეთ ნომერზე 592 068181.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე