სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 28 ნოე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა).

სამუშაო პოზიციის დასახელება: არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 1900 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საინვესტიციო და კომერციულ სფეროებში სახელმწიფოს მონაწილეობით საერთაშორისო არბიტრაჟში ან/და უცხო ქვეყნის სასამართლო დავებზე წარმომადგენლობის განხორციელება − კონკრეტული საარბიტრაჟო და სასამართლო საქმის მართვა:

** სარჩელისა და მასში წარმოდგენილი სადავო საკითხების შესწავლა;
** საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა; ასევე, საქმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე ან/და მორიგების პროცესში სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** საქმის მიზნებისათვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, კერძო და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საქმეზე დაქირავებულ იურიდიულ კომპანიასთან/იურისტებთან/ექსპერტებთან ურთიერთობა და მუშაობა;
** საარბიტრაჟო და უცხო ქვეყნის სასამართლოებში წარმოებულ დავებზე წარსადგენი სავარაუდო მოწმეების დადგენა; მოწმეებთან შეხვედრა და გასაუბრება; მოწმეთა ჩვენებების მომზადების, მათთან შეხვედრების ორგანიზების, მოწმეებთან ურთიერთობის პროცესში თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია;
** საქმის მსვლელობის ორგანიზებაზე ზედამხედველობა.
** შესაძლო კომერციული ან საინვესტიციო დავების პრევენციის მიზნით დაგეგმილი რიგი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის შიდა მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; გარკვეულ მენეჯერულ საკითხებზე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

საკონკურსო თემატიკა:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
** "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონი;
** დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები;
** საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟის საფუძვლები;
** კომერციული და საინვესტიციო ტრიბუნალების პრაქტიკა;

საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები:

** ა) საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები;
** ბ) საერთაშორისო კონვენცია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ (International Convention on the Settlement of Investment Disputes), 1965,
** https://icsid.worldbank.org/ICSID/StaticFiles/basicdoc/CRR_English-final.pdf ;
** გ) უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენცია (New York Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards), 1958,
** http://www.uncitral.org/pdf/english/texts/arbitration/NY-conv/XXII_1_e.pdf.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
** საერთაშორისო კომერციული ან საინვესტიციო არბიტრაჟის დარგობრივი ცოდნა;
** სასურველია საერთაშორისო იურიდიულ ფირმებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი − ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების C1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია − ინგლისურის გარდა სხვა ევროპული ენის ცოდნა (მაგ.: ფრანგული, ესპანური, გერმანული);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგად ცოდნა.
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა;
** სხვათა დარწმუნების უნარი;
** ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
** სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი);
** აუცილებელია, კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების აღწერილობაში მიუთითოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ საგანგებოდ − დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობისა და მუშაობის თარიღების დაზუსტებით;
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება;

გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge28 ნოემბრის ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე