დროებითი დამხმარე თანამშრომლები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დროებითი დამხმარე თანამშრომლები
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) წინა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები დროებითი დამხმარე თანამშრომლების პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური), როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) წინა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით გთავაზობთ დროებითი დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

დროებითი კონსულტანტი;
დროებითი მოლარე;
დროებითი საწყობის თანამშრომელი;
დროებითი მოლარის დამხმარე (პროდუქციის ჩამლაგებელი);
დროებითი ურიკების მეთვალყურე;
დროებითი მცხობლის დამხმარე;
დროებითი ტექნიკური-სამეურნეო ჯგუფის დამხმარე.


სამუშაო პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკები;
** სამუშაო პერიოდი: 2 კვირიდან - 1 თვემდე;
** დღიური ანაზღაურება.

დროებით ვაკანსიებზე წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, კანდიდატები გახდებიან ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 5 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ზემოთ ჩამოთვლილი ვაკანსიებიდან თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე