გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, Quicksilver-ის და Jobe-ს დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, მოტოციკლებს, წყლის მოტოციკლებს, ბაგის ტიპის ავტომობილებს, ნავებს, კატერებს, იახტებს და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას, მათ აქსესუარებს, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს, ინვენტარს საწყალოსნო სპორტისა და გართობისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის ზრდა;
** შოურუმის გამართულად ფუნქციონირება და წესრიგის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** მომხმარებელთათვის შეთავაზებების მომზადება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი კონსულტაცია;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების წარმოება;
** სატელეფონო ზარების და შოურუმში შემოსული კლიენტების აღრიცხვა და შესაბამისი ფორმების შევსება;
** ნაწილების და აქსესუარების ონლაინ გაყიდვების დანერგვა და განვითარება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ავტო/მოტო ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** მიზანსწრაფულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატივიანობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2017 წლის 10 დეკემბრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი) რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე - https://www.facebook.com/BRP.Transporter/

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე