ივენთ მენეჯმენტი, PR და მედიასთან ურთიერთობის კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ივენთ მენეჯმენტი, PR და მედიასთან ურთიერთობის კურსი
მომწოდებელი: პიარ რებუს
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
ივენთ მენეჯმენტი, PR და მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკული კურსი.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** ივენთის არსი და სახეები.
** ივენთის-იდეის გენერირება, ივენთის მიზნის დაზუსტება; ივენთის პრიორიტეტების განსაზღვრა; ადგილისა და დროის შერჩევა;
** ივენთის დროის მენეჯმენტი
** ივენთის რისკების განსაზღვრა/პრევენცია
** ივენთის განხორციელებისთვის კადრების/რესურსების შერჩევა-განსაზღვრა
** ივენთის შესახებ ინფორმაციის გავრცელების არხები
** ივენთის გაშუქება მედიაში, პრესრელიზი, ინტერვიუ, სოციალური მედია
** ივენთის ხარჯები და ბიუჯეტის შედგენა
** მსმენელთა მიერ საკუთარი ივენთის პროექტის წარდგენა/განხილვა დისკუსიის რეჟიმში.
** პრაქტიკული დავალება. ივენთის განხორციელება რეალურ დროსა და სივრცეში

კურსი მოიცავს ჯგუფურ მუშაობას და პრაქტიკული დავალების, რეალური ივენთის განხორციელებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის გათვალისწინებით

კურსის ხანგძლივობა: 3 შეხვედრა, შეხვედრის ხანგძლივობა 4-5 საათი დ ა პრაქტიკული დავალებები რეალური ივენთის განსახორციელებლად. პირველი ჯგუფის სწავლა დაიწყება 1 დეკემბერს და დასრულდება 17 დეკემბერს.

მსმენელთათვის გათვალისწინებულია coffee-break

ტრენიგნის დასრულების შემდეგ სერტიფიკატთან ერთად სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ უფასოდ გაიაროთ ორ თვიანი სტაჟირების პროგრამა კომპანია პიარ რებუსში, რომლის ფარგლებში უშუალოდ თქვენი მონაწილეობით მოხდება პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.

კურსის ღირებულება: 119 ლარი

რეგისტრაციისთვის აუცილებელია კურსის საფასურის ნახევარი გადაიხადოთ და ქვითარი გადმოაგზავნოთ რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერთან ერთად შემდეგ მისამართზე prrebus@gmail.com

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი, შპს პიარ რებუს, ანგარიშის ნომერი GE11TB7901836080100008 (დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი - სასწავლო კურსის საფასური)

დაგვიკავშირდით: 591051601
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე