მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, კოდა, წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, კოდა, წყალტუბო
მომწოდებელი: სან სთორზი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
შპს "სან სთორზი"- საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მოლარე - კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კოდა, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი (ადლია); ლაგოდეხი, ფოთი; მარტვილი, ზესტაფონი (სიქთარვა).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com ან შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა https://gulf.ge/ge/vacancies 2017 წლის 14 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
** * გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** ** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე