სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის თითქმის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 54 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa6b2005056a226ca11e7c9165daccaeb

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 5 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე