პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი - ბორჯომი, გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი - ბორჯომი, გურჯაანი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კომპანია "ფინანსური ბიურო", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან, აცხადებს კონკურსს პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის (ბორჯომი, გურჯაანი)" თანამდებობის დასაკავებლად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალურ განვითარებაზე და ვუზრუნველყოფთ მათ დაწინაურებას, მატერიალური კომპონენტის გათვალისწინებით.

სამუშაო ადგილი: ბორჯომი, გურჯაანი
სამუშაოს გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში შესაძლებელია მოქნილი და თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკის შემუშავება)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დასმული ამოცანების შესასრულებლად ყველანაირ მხარდაჭერას, სწავლების და ტრეინინგ-სემინარების ჩატარების ჩათვლით;
** მაღალ საბონუსე სისტემას.

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავმდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციის განხორციელება;
** პრობლემური კლიენტების და მათი თავმდების ქონების მოძიება;
** საჭირო დოკუმენტაციის დამზადება და დახარისხება;
** მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outloolk);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის სასურველი სამუშაოს ადგილმდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე