ეზოს ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ეზოს ზედამხედველი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ეზოს ზედამხედველის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში.

დასტა რექორდს მენეჯმენტი ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

დასუფთავება და ნარჩენების გატანა - ტერიტორიის დასუფთავება, სამეურნეო ნარჩენების შეგროვება-გატანა, სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება
საბაღე სამუშაოები - ეზოს გასუფთავება-მოწესრიგება, ბალახის გაზონის დათესვა/გაკრეჭვა, მცენარეების დარგვა და მოვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი
** მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დასტა გთავაზობთ:

** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას
** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე jobs@drm.ge 2017 წლის 30 ნოემბერამდე. გთხოვთ Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე