პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი სითი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
კომპანია "თბილისი სითი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის კუთხით;
** საპროექტო ჯგუფისგან სატენდერო მასალის მიღება, ანალიზი, სამშენებლო დავალების მომზადება;
** პოტენციურ და არსებულ კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** მოწვეულ სპეციალისტებთან ურთიერთობა;
** მუშა პროცესში ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული შესაძენი სამშენებლო მასალების გაანალიზება, დადასტურება;
** სამშენებლო სამუშაოების პროცესის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** მომარაგების სამსახურისთვის კონსულტაციის გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/არქიტექტურის განხრით (უპირატესია);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** AutoCad-ის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, 22 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@ocd.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე