მოლარე - დროებითი თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - დროებითი თანამშრომელი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
ტექნიკის ჰიპერმარკეტი "MetroMart"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარის (დროებითი თანამშომლის) პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მოლარის პოზიციზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში 1C მუშაობის გამოცდილება
** MS Office - ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ინვოისის საფუძველზე რეალიზაციის პროგრამულად გატარება, თანხის მიღება;
** ზედნადებების გამოწერა;
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** დიპლომატი და იურიდიული პირების მომსახურება;
** უკან დაბრუნების დოკუმენტების გაფორმება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** მოწესრიგებული
** გაწონასწორებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე