PR და ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR და ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Winncell
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
კომპანია "Winncell" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

"Winncell" - "HYUNDAI"-ს ბრენდის ელექტრო და საოჯახო ტექნიკის პირდაპირი გაყიდვების პარტნიორი ამიერკავკასიის რეგიონში.
მისამართი: ქეთევენ წამებულის ქ. 50 / ბოჭორმის ქ. 18

ძირითადი მოვალეობები:

** PR სტრატეგიის შემუშავება და მუდმივად განახლება,
** პრესკონფერენციების და პრეზენტაციების ორგანიზება
** პრეს-რელიზების, მოხსენებების, სტატიების, სარეკლამო ბროშურებისა და ბუკლეტების ტექსტების, სარეკლამო გვერდების ტექსტების მომზადება
** ჟურნალისტების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირებისათვის ნიუსლეთერების მომზადება დაგზავნა
** მასმედიასთან ურთიერთობა
** კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის და ონლაინ პლატფორმის შესწავლა
** დაინტერესებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია
** მომხმარებლის მიერ დასმული შეკითხვების ანალიზი და კვალიფიციური განმარტება, სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციების საშუალებით.
** სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია
** მომხმარებელთა ბაზებისა და მეილების მართვა
** ქოლ ცენტრის თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** PR-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა
** PR-კამპანიების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება
** საქმიანი მიმოწერის წესების ცოდნა
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint; Internet, Outlook) სრულყოფილი ცოდნა
** მასმედიის საშუალებებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა
** ფეისბუქის ან მსგავს სოციალურ მედიაქსელებში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი ორგანიზაციული უნარი
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** მოტივირებული
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების გამართულად და კორექტულად წერის უნარი
** ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** დამაჯერებელი საუბრის უნარი
** შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნება
** მოქნილობა და უნარი ერთდროულად მოაგვაროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ოფისის მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
** შესვენება: 1 საათი
** ანაზღაურება: დარიცხული 700 ლარი მზარდი პერსპექტივით (საგამოცდო პერიოდი - დარიცხული 500 ლარი) + გამომუშავებით

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
** ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა CV და ფოტოსურათი გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr-geo@winncell.com

განაცხადი ფოტოსურათის გარეშე არ მიიღება. გთხოვთ, ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მისამართი: ქეთევენ წამებულის ქ. 50 / ბოჭორმის ქ. 18
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე