ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Winncell
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
კომპანია "Winncell" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"Winncell" არის "HYUNDAI"-ს ბრენდის ელექტრო და საოჯახო ტექნიკის პირდაპირი გაყიდვების პარტნიორი ამიერკავკასიის რეგიონში.
მისამართი: ქეთევენ წამებულის ქ. 50 / ბოჭორმის ქ. 18

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის და ონლაინ პლატფორმის შესწავლა
** დაინტერესებულ და პოტენციურ მომხმარებლთა კვალიფიციური კონსულტაცია
** მომხმრებლის მიერ დასმული შეკითხვების ანალიზი და კვალიფიციური განმარტება, სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციების საშუალებით.
** სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიზაცია
** მომხმარებელთა ბაზებისა და მეილების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი). სასურველია ინგლისურის ცოდნა
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია
** სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე. (აუცილებელი მოთხოვნა: MS Excel; Outlook).

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
შესვენება: 1 საათი
ანაზღაურება: დარიცხული 500 ლარი მზარდი პერსპექტივით (საგამოცდო პერიოდი - დარიცხული 300 ლარი) + გამომუშავებით

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
** ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა CV და ფოტოსურათი გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr-geo@winncell.com

განაცხადი ფოტოსურათის გარეშე არ მიიღება. გთხოვთ, ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მისამართი: ქეთევენ წამებულის ქ. 50 / ბოჭორმის ქ. 18
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე