შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ვაინშტეფანი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
რესტორანი "ვაინშტეფანი" აცხადებს შეფ-მზარეულის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი და მათ შორის უფროს მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ევროპული და ქართული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სამზარეულოს თანამედროვე სტანდარტების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუს და კალკულაციების შედგენა;
** სამზარეულოს პერსონალის მენეჯმენტი;
** სტანდარტების დაცვა სამზარეულოში;
** ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.

საჭირო უნარები:

** საფირმო კერძების შექმნის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა, კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 1 დასვენების დღე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა, შემდეგ მისამართზე: weihenstephan27@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "შეფ-მზარეული". რეზიუმეების გადარჩევის მომდევნო ეტაპზე წარმატებული კანდიდატები წარადგენენ რეკომენდაციას წინა სამსახურიდან.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე