გაძლიერებული ექსელის კურსები და VBA
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაძლიერებული ექსელის კურსები და VBA
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ გაძლიერებული ექსელის სხვადასხვა დონის და Visual Basic For Application (VBA) შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებს!

კურსები გათვლილია ფიზიკური და კორპორატიული პირებისთვის!

I დონე - Basic Level: კურსი განკუთვნილია დამწყები მსმენელებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება ქსელთან.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** Start ცხრილის ტერმინოლოგიის გაცნობა;
** ექსელის ინტერფეისის შესწავლა; Help მიმოხილვა;
** Office ღილაკი და Save;
** მონაცემთა შეყვანა და რედაქტირება; ფორმულების შეყვანა და რედაქტირება;
** სამუშაო წიგნის შენახვა და განახლება;
** ფონტები, ავტომატური შევსება და განლაგება;
** მონაცემთა ასლის აღება და გადატანა Paste Special;
** მონაცემთა მონახვა, რედაქტირება; კომენტარების ჩასმა/რედაქტირება;
** სვეტებთან და სტრიქონებთან მუშაობა; სვეტების და სტრიქონების ჩამატება, წაშლა, სვეტების და სტრიქონების დამალვა/ჩვენება; რამდენიმე სვეტის და სტრიქონზე ერთდროული მოქმედებების ჩატარება;
** უჯრის მოდიფიკაცია;
** Sort (მარტივი);
** სამუშაო გვერდის მოდიფიკაცია;
** სამუშაო გვერდებზე სახელების დარქმევა; სამუშაო გვერდების კოპირება და გადატანა;
** სამუშაო გვერდის ჩამატება, წაშლა, დამალვა და გამოჩენა;
** სამუშაო გვერდების დაგრუპვა, მათი კოპირება, წაშლა, დამალვა, zoom-ის გამოყენება;
** რამდენიმე სამუშაო ფურცლის ბეჭდვა;
** საბაზისო ფორმულები; ოპერაციების ჩატარება უჯრებზე; ფორმულის შექმნა;
** Autosum გამოყენება
** Sum, Average, Count, Max, Min. ფორმულების ძებნა, ფორმულების კოპირება, ფარდობითი და აბსოლუტური მისამართების გამოყენება;
** სამუშაო ფურცლის ფორმატირება, ტექსტის ფორმატირება; სვეტის და სტრიქონის ფორმატირება, რიცხვების ფორმატირება;
** AutoFotmat და Format Painter გამოყენება;
** პრინტერის ფუნქციები;
** დოკუმენტის ამოსაბეჭდად მომზადება; Page Setup ფუნქციების მიმოხილვა, ბეჭდვა
** დიაგრამების აგება; მარტივი დიაგრამების აგება, დიაგრამების მოდიფიცირება; დიაგრამების ბეჭდვა; ილუსტრაციები.

კურსის დასრულების შემდეგ; გექნებათ ექსელის საბაზისო შესაძლებლობების კარგი ცოდნა. თავს იგრძნობთ უფრო კომფორტულად ექსელის სამუშაო გარემოში და შეძლებთ ცხრილების და გრაფიკების აგებას, კორექტირებას; გეცოდინებათ საბაზისო ფორმულები, რომელიც დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიული იყოს თქვენი სამუშაო ცხრილები და გრაფიკები, რომელთაც თქვენ თავად შექმნით და იქნება უფრო ეფექტური და პრეზენტაბელური.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 5 ლექციას; ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ,
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ, ჯგუფში 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად - 100 ლარი;
2-3 კაციან ჯგუფში: 90 ლარი - ერთი მსმენელისთვის;
4-8 კაციან ჯგუფში: 80 ლარი - ერთი მსმენელისთვის

II დონე - intermediate Level:

განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე იცის საბაზისო დონე და მუშაობს დიდ მონაცემთა ბაზებში. აღნიშნული კურსი დააინტერესებთ მათ, ვისაც უწევთ ფინანსური, სტატისტიკური ან სხვა საშედეგო ანალიზური ინფორმაციის დამუშავება-მომზადება Excel-ში. კურსის მიმდინარეობისას განვიხილავთ პრაქტიკულ ამოცანებს.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** დიდი მოცულობის სამუშაო გვერდზე მუშაობა;
** freeze panes (არეალის დაფიქსირება);
** Split Window (რამდენიმე ფანჯარასთან მუშაობა);
** Arrange All;
** Page Break ოფციები და მათთან მუშაობა;
** SHOW/HIDE Section;
** Switch Windows;
** ბევრ სამუშაო გვერდთან ან/ სამუშაო წიგნთან მუშაობა; სამუშაო გვერდებზე გადაადგილებები, მათი კოპირება და გადატანა ;
** მონაცემთა კონსოლიდაცია;
** 3-D ფორმულები
** Paste Link გამოყენება; Hyperlink
** თარიღებთან მუშაობა;
** Today Function, Now Function, Date, Hour, Day, Month, Mime, etc.
** Math & Trig Functions
** Even, Odd, Fract, int, floor, mod, round, ceiling, combin, GCD, power, product
** sqrt; subtotal; sumif; sumproduct; trunc; countif; averageif; etc.
** Conditional Formulas and Formating;
** If Function, AND, OR, If Error
** ინფორმაციული ფუნქციები
** Conditional Formating;
** საძიებო ფორმულები
** Vlookup; Hlookup; Lookup; match; index;
** List Management
** სიის სტრუქტურა;
** Sort (Advanced)
** Auto Filter-ის გამოყენება;
** ფილტრის გამოყენება; advanced ფილტრის გამოყენება;
** Subtotals; Text Functions: concatenate, left, right, mid, Proper, Upper; Auditing
** ფორმულის შემოწმება და ხარვეზების პოვნა; სამუშაო წიგნის, სამუშაო გვერდის და არეალის დაცვა.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

** სწრაფად დაამუშაოთ დიდი მონაცემთა ბაზები და განახორციელოთ მათზე მოქმედებები; ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნას;
** ფორმულების და ფორმატირებების ცოდნა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ვადები პროდუქციაზე, ასევე დებიტორთა, თუ საკუთარი დავალიანებების გრაფიკი;
** შეძლებთ მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ ერთის განახლება იწვევდეს მეორის ავტომატურ განახლებას;
** ფორმატინგის შეამცირებთ დიდ მონაცემებთან მუშაობისას ადამიანის მექანიკური შეცდომების მოხდენის ალბათობას; შეძლებთ რთულ ფორმულებთან მუშაობას და თავად ჩაწერილი ფორმულის ანალიზს Error-ის შემთხვევებში; დაა.შ.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 8 ლექციას. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ,
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ, ჯგუფში 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 200 ლარი,
2-3 კაციან ჯგუფში: 180 ლარი - ერთი მსმენელისთვის
4-8 კაციან ჯგუფში: 160 ლარი - ერთი მსმენელისთვის

III დონე - Advanced Level:

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც კარგად ფლობს წინა დონეებს, სურს გაეცნოს ექსელის უფრო რთულ და საინტერსო ფუნქციებს, შესაძლებლობებს და იყოს მეტად პროგრესული მონაცემთა ანალიზში.

** ლოგიკური ფუნქციები & Name Manager, Name Manager -ის გამოყენება, ფორმულაში Name-გამოყენება; IF+IF; IF+AND+OR, საძიებო ფორმულები: Vlookup (Advanced), Hlookup (Advanced), Lookup (Advanced), Offset, Indirect, match (advanced), index (advanced), Chooses, Address, Transpose, column, Columns, Row,
** List Management (Advanced);
** Data Validation: კრიტერიის დადგენა ტექსტის, თარიღის თუ რიცხვის შეზღუდვის დასაწესებლად, უჯრაში სიის შექმნა;
** Database functions: Dsum, Daverage, Dcount, Dget, Dmax, Dmin, Dproduct etc.
** Statistic functions: sumifs, averageifs, countifs, median, mode, rank, large etc.
** PivotTablec & PivotCharts;
** Analytic Options;
** Goal Seek;
** Scenario Manager (სცენარებთან მუშაობა);
** Data Table; Solver (ოპტიმიზაციის ფუნქცია);
** Text Functions (advanced) find, replace, substitute, Lower, Value, Trim, text, t, len, rept, char
** ფინანსური ფუნქციები: SLN, SYD, DDB, PV, FV, NPV, PMT, PPMT, PRICE, FVSCHEDULE, IPMT, IRR, INTRATE, ISPMT, XIRR, XNPV, etc.
** Protect and sharing
** Macros-ის შექმნა, Macro Recorder-ის გამოყენება, მაკროსის რედაქტირება.

კურსის გავლის შემდეგ; გექნებათ აბსოლუტურად სრული წარმოდგენა და ცოდნა ექსელის უმაღლესი დონის ფუნქციებზე. შეძლებთ გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ექსელი გაძლევთ თავისი ფორმულებით და ფუნქციებით, ასევე მონაცემთა ბაზების/ცხრილების მანიპულაციას Pivot Tables დახმარებით და Advanced ანალიზის ჩატარებას. შეძლებთ მაკროსების ჩაწერას რეკორდერის დახმარებით, რაც დაზოგავს თქვენს ყოველდღიურ რუტინაზე დასახარჯ დროს.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 10 ლექციას. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ;
ლექციის ხანგრძლივობა ჯგუფში 1.30წთ.
ღურებულება 4-5 კაციან ჯგუფში: 300 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ჯგუფებში - საღამოს საათებში!

Visual Basic For Application (VBA):

** პროგრამირების ენა Microsoft-ის პროდუქტებისთვის რომელიც საშუალებას გაძლევთ წეროთ ავტომატიზირებული პროცედურები, შექმნათ ფუნქციები და პროგრამები.
** აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის: ვინც ფლობს ექსელს
** კურსი აგებულია Microsoft -ის ოფიციალური ტრეინინგ-პროგრამის საფუძველზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ VBA-ის პროგრამირების ენა ნულიდან.
** კურსის განმავლობაში თქვენ გადმოგეცემათ მზა კოდების ნიმუშები, ასევე დავალებების სახით და თავად შექმნით ტრენერის დახმარებით თქვენთვის სასურველ პროდუქტებს.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 10 ლექციას;
ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ; ლექციის ხანგრძლივობა ჯგუფში 1.30წთ.
ღირებულება 4-5 კაციან ჯგუფში; 350 ლარი - ერთი მსმენელისთვის
სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ჯგუფებში - საღამოს საათებში!

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

ასევე გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში! რანჩო იხილეთ ბმულზე - http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 17 წლის სასწავლო ცენტრია! ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!
ბმულზე იხილეთ "ინტელექტ ცენტრის" მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 17 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154- სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე