ბაგეტი პურის მცხობელი - საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბაგეტი პურის მცხობელი - საბურთალო
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ქალაქ თბილისში საბურთალოზე ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები ბაგეტი პურის მცხობელის პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ბაგეტი პურის მცხობლის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაგეტი პურის ყოველდღიურად გამოცხობა;
** პროდუქციის იერსახის და ვარგისიანობის კონტროლი;
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა/სანიტარული მდგომარეობის მკაცრი კონტროლი;
** ინვენტარის გასუფთავება, მოვლა და შენახვა;

მოთხოვნები:

** სასურველია პურის საცხობში მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბაგეტი პურის მცხობელი საბურთალოზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე