ურიკების მეთვალყურე - საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ურიკების მეთვალყურე - საბურთალო
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ქალაქ თბილისში საბურთალოზე ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები ურიკების მეთვალყურის პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ურიკების მეთვალყურეს პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰიპერმარკეტის ტერიტორიიდან გატანილი ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება;
** მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას;
** მომხმარებლის დახმარება ურიკის ჰიპერმარკეტიდან გატანაში;
** ჰიპერმარკეტში არსებული ურიკების რაოდენობის კონტროლი;
** სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არაუგვიანეს 2017 წლის 23 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ურიკების მეთვალყურე საბურთალოზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე