დისტანციური გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტანციური გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
"ლიბერთი ბანკი", საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ დისტანციური გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე კლიენტთა მომსახურების სფეროში -მინიმუმ 1 წელი ;
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სატელეფონო ცენტრში საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული MS Office პროგრამების კარგი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მხარდაჭერა და კონტროლი ;
** დაქვემდებარებული ჯგუფისთვის ყოველდღიურად მიზნობრივი სიების მომზადება და გადანაწილება;
** დაქვემდებარებულ ჯგუფის მართვა, სამუშაოს პროცესისა და დისციპლინის მუდმივი მონიტორინგი, არსებული პრობლემატური საკითხების აღმოჩენა/აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** ჯგუფის წევრებთან სისტემატიური შეხვედრები - მუშაობაში არსებული ხარვეზების განხილვა;
** დაქვემდებარებული ჯგუფის წევრთა სამუშაო მოვალეობების ეფექტური გადანაწილება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსა და შედეგების მონიტორინგი/ შეფასება;
** გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი, შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო საათების კონტროლი, ჯგუფის სამუშაო გრაფიკის ადმინისტრირება;
** დასმული შეკითხვების მოსმენა-პასუხი, მათი მხრიდან სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისა და სხვა წინადადებების განხილვა;
** ჯგუფის წევრთათვის მომსახურების გაწევის, გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული კონკრეტული ინსტრუქციების, კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეების, პროცედურებსა ტექნიკურ სისტემაში შეტანილი ცვლილებებისა და სხვა აქტუალური ინფორმაციის სისტემატიური გაცნობა.დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრეინინგება გაყიდვების და სერვისის გაუმჯობესების კუთხით. პრაქტიკული და თეორიული სწავლება;
** ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების შეთხვევაში, ხარვეზის გამოსწორებაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება ;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელებისთვის მიწოდება;
** შემოსული განცხადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება;
** ახალი კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
** შერჩეული კადრების დატრეინინგება მომზადება (პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები);

პიროვნული უნარები

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** პირადი და გუნდური გასაუბრებების შედეგად თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისა და შენარჩუნების უნარ-ჩვევები;
** ლიდერობის უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე