საწყობის თანამშრომელი - დროებითი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - დროებითი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები დროებითი საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური), როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) წინასაახალწლო პერიოდში, გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს დროებითი საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე