მცხობელის დროებითი დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცხობელის დროებითი დამხმარე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები მცხობელის დროებითი დამხმარის პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური), როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს მცხობლის დროებითი დამხმარის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის გამოცხობის პროცესში დახმარება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** გამომცხვარი პროდუქციით დახლების რეგულარულად შევსება;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების დაკვრა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;

მოთხოვნები:

** სასურველია საცხობში მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობლის დროებითი დამხმარე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე