ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე
მომწოდებელი: დაზღვევის კომპანია ქართუ
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
სს "დაზღვევის კომპანია ქართუ" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში მყოფი 4 (ოთხი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე.

დაზღვევის პერიოდი: 1 წელიწადი

დაზღვევის მოქმედების არეალი: საქართველო

დასაზღვევი ავტომობილები:

** მოდელი: HYUNDAI ELANTRA; ფერი: თეთრი; გამოშვების წელი: 2012 წ.; ძრავის მოცულობა: 1591, შეფასება - 14 000 ლარი
** მოდელი: HYUNDAI ACCENT; ფერი: წითელი; გამოშვების წელი:2012 წ.; ძრავის მოცულობა: 1597, შეფასება - 15 000 ლარი
** მოდელი: FORD TRANSIT CONNECT; ფერი: თეთრი; გამოშვების წელი:2009წ.; ძრავის მოცულობა 1799, შეფასება - 8000 ლარი
** მოდელი: CHEVROLET EPICA; ფერი: რუხი; გამოშვების წელი:2009წ.; ძრავის მოცულობა: 2000,
შეფასება - 12 000 ლარი.

უფლებამოსილი მძღოლები: კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალებისათვის საჭირო შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

დაზღვევის პირობები: ავტომანქანის ფიზიკური დაზიანება ან გატაცება (ავტოკასკო).

სადაზღვევო რისკები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების (მათ შორის მინის, სარკის, აქსესუარების) დაზიანება ან განადგურება (რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით (მათ შორის: მიწისძვრა, სეტყვა) ან უბედური შემთხვევით (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება გარეშე და აშკარა მიზეზებით);
** ავტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი დეტალის (ან/და დამატებითი აღჭურვილობის), მინების, სარკეების, აქსესუარების და ა.შ. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
** სადაზღვევო შემთხვევის დროს, ასევე ნაწილობრივი დაზიანებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

ფრანშიზა: ვარიანტი 1) ფრანშიზა= 0%; ვარიანტი 2) ფრანშიზა >0%

ავტომანქანის მფლობელის მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

** იფარება დამზღვევის პასუხისმგებლობა აანაზღაუროს მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა ან/და ქონებისათვის სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი
** ჯამური პასუხისმგებლობის ლიმიტი ერთ დაზღვეულ მანქანაზე - მინ. 10,000.00 (ათი ათასი) ლარი

უფლებამოსილი მძღოლების და მისი მგზავრების დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან

ლიმიტი - მინ. 10,000.00 (ათი ათასი) ლარი;
სუბლიმიტი ერთ პირზე - მინ. 2,000.00 (ორი ათასი) ლარი დაზღვევა;

ფრანშიზა: 0,00%.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** სადაზღვევო პრემიის ოდენობა;
** ფრანშიზის ოდენობა;
** გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
** ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
** სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კომპანიის შესახებ.

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში

გთხოვთ, ტენდერის მასალა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტებით მისამართზე:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #39ა, პირველი სართული.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება და მოათავსოთ იგი დალუქულ სატენდერო ყუთში.

სატენდერო წინადადების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 18:00-მდე, 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: info@cartuinsurance.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე