ადამიანური რესურსების და შრომის სამართლის სასერტ. კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების და შრომის სამართლის სასერტ. კურსი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
ადამიანური რესურსების მართვის და შრომის სამართლის სასერტიფიკატო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს - სტაჟირებას საქართველოს უნივერსიტეტის HR და იურიდიულ სამსახურში.

კურსის შინაარსი:

** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია;
** სამუშაოს ანალიზი, სამუშაოს აღწერილობა და სამუშაოს სპეციფიკაციები (სამუშაოს ანალიზის მეთოდები);
** კადრების მოზიდვა და შერჩევა (შერჩევის ტესტები, ინტერვიუ, შეფასების ცენტრები);
** შესრულებული სამუშაოს შეფასება (რეჟინრება, შკალების მეთოდი, 360 გრადუსიანი უკუკავშირი);
** ტრენინგი და განვითარება (ტრენინგს საჭიროების განსაზღვრა, ტრენინგის შეფასება, პერსონალის განვითარების გეგმის შემუშავება)
** თანამშრომლების მოტივირება;
** შრომითი ხელშეკრულების დადება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა,
** შვებულების და უქმე დღეების მართვა,
** შინაგანაწესის მომზადება, განახლება, გაცნობა.

გავლის შემდეგ შეძლებს:

** ჩაატაროს სამუშაოს ანალიზი და შექმნას სამუშაოს აღწერილობა;
** მოიზიდოს და შეარჩიოს კადრები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
** შეაფასოს თანამშრომლების შესრულებული სამუშაო;
** იზრუნოს კადრების განვითარებაზე;
** იზრუნოს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე;
** დადოს შრომითი ხელშეკრულება სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს შრომით ხელშეკრულებების აღრიცხვა და მართვა;

ხანგრძლივობა: 55 საათი:
თეორიული კომპონენტი 15 საათი 16 ოქტომბრიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით,
პრაქტიკული კომპონენტი 40 საათი 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით.
ტრენინგები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 საათიდან.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის სერტიფიკატი.

ტრენინგზე რეგისტრაცია 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeKQYKWW0QpXurU_XwSjcPy-bEL4nJLKeZ-fgI_rpXEhwH4Vg/viewform?usp=sf_link

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი, კოსტავას ქ. N77ა
ტელ: 0322552222; 591992999; 595021407.
http://www.ug.edu.ge

ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი. გადახდა წარმოებს სწავლის დაწყებამდე.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე