საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
თანდართული ფაილი: 155386-chca.zip
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) ევროკავშირის (EUD) ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად.

საგრანტო კონკურსის მიზანია: სოციალური მისიის მქონე საწარმოების დაფუძნება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

მონაწილეობის უფლება აქვთ: სამეწარმეო სუბიექტებს, არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს.

რეგიონები: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა (დანართი #1),
** ფინანსური დოკუმენტაცია (დანართი #2),
** განმცხადებლის რეგისტრაციის მოწმობა.

დაფინანსების ოდენობა:

თითო საწარმო დაფინანსდება 17 000 ევრომდე, ექვივალენტი ეროვნულ ლარში (თანადაფინანსება სასურველია).

დოკუმენტების წარდგენის ვადა: 2017 წლის 31 ოქტომბერი.

დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა:

ელექტრონული მისამართი procurement@chca.org.ge ან დედანი მიიღება შემდეგ მისამართებზე:

თელავი: ჩოლოყაშვილის # 36, ტელ: 599862298;
საგურამო: ქუჩა 34, #1, ტელ: 595455965;
გორი: რუსთაველის # 19ა, ტელ: 599772533;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე