ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევრო კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
მიკროსაფინანსო კომპანია შპს "მისო ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით.

მისო ევროკრედიტი მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობა:

კომპანიაში სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირების პროცესისა და პროცედურის გამართვა, ორგანიზება და საქმიანობის მონიტორინგი კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

მოვალეობები:

** ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობის სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით;
** დეპარტამენტის სამუშაო პროცესისა და პროცედურის შემუშავება;
** დეპარტამენტის მთლიანი საქმიანობის პროცესის ორგანიზება, მართვა/მონიტორინგი;
** ზუსტი და დროული სამიზნეების განსაზღვრა;
** რეგიონალური ოფისებიდან ცენტრალურ ოფისებში სატრანსპორტო საშუალებების გადმოყვანის ორგანიზება, ავტომანქანების რეგისტრაციის და შემოყვანის პროცესის მართვა;
** კომპანიაში სატრანსპორტო საშუალებების მიღების, გადაყვანის და გაცემის ორგანიზება/კოორდინაცია;
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება /განსაზღვრა;
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის და გასაყიდ კონდიციაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური სამუშაოების განრიგის შემუშავება;
** ტექნიკური მომსახურების ხარისხის და დანახარჯის კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა (ავტომანქანის საწყისი, საბაზრო, გასაყიდი და სალიკვიდაციო ფასის განსაზღვრა);
** ფინანსური ანგარიშგების პროცედურის კოორდინაცია;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის და რესურსების მიზნობრივად და სათანადოდ მართვა;
** კომპანიაში მიღებული, გადაყვანილი და გაყიდული ავტომანქანებზე შესაბამისი სტატუსების აღრიცხვა და ფინანსური დეპარტამენტის დროული ინფორმირება;
** სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, ავტოსადგომის დატვირთვის დონეების, ავტომანქანების ტრანსპორტირების დროისა და ავტოსადგომის ღირებულებების ეფექტურობის ზედამხედველობა;
** მანქანების მოძრაობის დროში დაგეგმვა დანიშნულების ადგილამდე;
** ავტოსადგომის წესრიგის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში რიცხული ავტომანქანების კატალოგების შედგენის უზრუნველყოფა;
** მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** დეპარტამენტში შემავალი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგების განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოს და სამუშაოს გაუმჯობესებისათვის განხორციელებული ქმედებებისა ზუსტი ანალიზი;
** დილერი კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმართვა, ავტოსადგომზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის წინადადებების წარდგენა;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მოთხოვნის შესაბამისად;
** კომპანიის პოლიტიკისა და არსებული რეგულაციების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** შრომის დაცვის და შრომითი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის მენეჯერის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და საწარმოს მართვის მიმართულებით
** საქართველოს მეორადი საავტომობილო ბაზრის სრულყოფილი ცოდნა
** ავტომობილების საბაზრო და სალიკვიდაციო ფასების განსაზღვრის უნარი და გამოცდილება
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების საფუძვლიანი ცოდნა
** გამოკვეთილი მენეჯერული უნარი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი
** დროის მართვის და ორგანიზაციული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის უნარი
** ერთდროულად სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა B2/C1
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე