ოფისის მდივანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მდივანი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
კომპანია McCANN Tbilisi ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას ოფისის მდივნის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ოფისში შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება, ინფორმაციის მიწოდება და რეპორტინგი
** შემოსული სტუმრის დახვედრა; სტუმრების გამასპინძლება (ყავა-ჩაის მომზადება)
** შეხვედრების დანიშნვა, გადადება ან/და გაუქმება
** შეხვედრების ოთახის მუდმივად მოწესრიგებულ რეჟიმში უზრუნველყოფა
** შეხვედრებისათვის შეხვედრების ოთახის დაჯავშნა და შესაბამისი გრაფიკის შედგენა/კონტროლი
** ოფისის მეილების მუდმივ რეჟიმში შემოწმება, შემოსული ინფორმაციის დროული გადამისამართება
** შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის ადმინისტრირება (გატარება/აღრიცხვა, ფაილინგი...)
** საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა
** ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება თანამშრომლების დავალებით
** თანამშრომელთა მოსვლის/წასვლის პროგრამის / ჟურნალის კონტროლი, რეპორტინგი
** ინტერნეტ აუთსორსინგის კომპანიასა და სხვა მომწოდებლებთან ურთიერობა ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად
** საწვავის ტალონების გაცემის ყოველდღიური აღრიცხვა, ყოველთვიური რეპორტის წარმოება
** ოფისის მძღოლთან ურთიერთობა, მოძრაობის განრიგის კონტროლი
** ტაქსის კომპანიასთან ურთიერთობა
** საკანცელარიო ნივთების შესყიდვა
** ტექნიკური მოწყობილობების, მეილების, კორპორატიული ნომრების და სხვა ტიპის ბაზების შექმნა / განახლება
** სავიზიტო ბარათების და სხვა საოფისე ნივთების (კონვერტები და ა.შ.) დამზადების/შესყიდვის ორგანიზება და კონტროლი
** ოფისში არსებული საწყობის კონტროლი და აღრიცხვა
** საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა შეყვანა, ინფორმაციის მოძიება, შეკვეთა და სხვა
** სხვა ტიპის დავალებების შესრულება დირექტორთან შეთანხმებით

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** სწორი დაგეგმარების და დროის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტირებული
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა

განაცხადის მიღების პროცედურები:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე